საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. აქედან 84 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 59 მსჯავრდებულს შეუმცირდა დარჩენილი საპატიმრო სასჯელი. შეწყალების კომისია 16-დან 19 მაისის ჩათვლით მუშაობდა. ქორიძისე თქმით, ძალადობრივ დანაშაულებისთვის გასამართლებული მსჯავრებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, რის გამოც კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმის განხილვა გადადო, თუმცა მათ კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება.