საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.