საქართველოს პრეზიდენტს რურუასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია, – ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.