საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება. ვიზიტი ტალინში, დახვედრის ცერემონიით დაიწყო. ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს სამხედრო დროშას და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს. მოგვიანებით პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გაიმართა.