საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს, - აღნიშნული მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.