საქართველოს პრეზიდენტი კამპანია "კონსტიტუცია ყველასია"-ს ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ ცხოვრება და სახელმწიფოს აგების პროცესი მათი იდეებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შეხვედრის მონაწილეებისგან აინტერესებს, რას ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი სახელმწიფო. პრეზიდენტი ახალგაზრდებს კამპანიის ფარგლებში პერმანენტულად ხვდება და მათ იდეებსა და მოსაზრებებს განიხილავს.