საქართველოს პრეზიდენტი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს. მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.