საქართველოს პრეზიდენტი, ბრიუსელს ეწვია. სალომე ზურაბიშვილს ბელგიის დედაქალაქში სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვდრები აქვს დაგეგმილი. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით ზურაბიშვილი შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.