საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული.
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის საგამოცდო ცენტრში იმ პირობებს და უსაფრთხოების ნორმებსაც გაეცნო, რომელთა დაცვითაც აბიტურიენტებს, პანდემიიდან გამომდინარე, მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. პრეზიდენტმა მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი თითოეული ადამიანის მომავალს განაპირობებს.