საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო. ირანის სამთავრობო კომპლექსში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა უმასპინძლა.საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცეპრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები.