საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სხვა საკითხებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების პროცესში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა“.