საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის" გახსნას დაესწრო, რომელიც იორდანიაში იმართება. ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ იორდანიის პრინცი ალ ჰუსეინ ბინ აბდულა მეორე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი და სხვები. იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის მეფესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.