საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბაკურიანში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე. უწყებების წარმომადგენლებმა დიდველსა და კოხტას საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება.