საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერში" ეხმაურება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით კი, საქართველო აღიარებს ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. იგი იმედოვნებს რომ არჩევნების შემდეგ ვენესულას მოსახლეობას შეეძლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია.