საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, სექტორული მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მადრიდის მომავალ სამიტს. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.