საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოსა და ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.