„პირველი არხი“ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს ტექნიკური ხარვეზის გამო მაყურებელ ბოდიშს უხდის. საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს.