08:56
23 იანვარი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora"-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
13-12-2019

"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora"-ის რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

კონკურსი აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; ასევე კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვა კომპანიებისთვის.  ღონისძიებას დაესწრო 250-მდე ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.
სინქრონი

კონკურსზე  წარმოდგენილი იყო 10-ზე მეტი  ნომინაცია. მათ შორის: წლის პასუხისმგებელი მსხვილი, მცირე და საშუალო კომპანია, მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ კომუნიკაცია,  წლის CSR მენეჯერი,  ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა და სხვა.

AutoPlay
თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა - „საქსტატი“
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები - 2014 წლის შემდეგ ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
2019 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბანკების წმინდა მოგება 48 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
გაერო: მსოფლიოში 500 მლნ ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები