საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 დასრულდა. კონკურსში მონაწილეობდა 41 კომპანია, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტი წარადგინეს. ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ კი, 10 ყველაზე პასუხისმგებელი ბიზნეს კომპანია გამოავლინა. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" მიესალმება პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის იდეას და სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ, "მელიორა 2018“ -ს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. ამასთან, "ემ ბი სი" თავადაც აქტიურად არის ჩართული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და მომავალში, პროექტების მასშტაბების კიდევ მეტად გაზრდას გეგმავს.აღსანიშნავია, რომ "მელიორა 2018" სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად ჩატარდა. ცენტრში იემდოვნებენ, რომ კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყარო.დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრო,რომელთა შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონკურსი ევროკავშირის მხარდაჭერით, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ჩატარდა.