საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მას შემდეგ, რაც დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ანგარიშს მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.