მთავრობის წარმომადგენლების გარდა ვაკისპარკში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. 9 მაისი არის გამარჯვების დღე, ფაშიზმი დამარცხდა და ამ დღეს ზეიმობს მთელი მსოფლიო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვაკის პარკში განაცხადა.