საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან.
გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები,რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
გარდა ამისა, აქტივისტები კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.