საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25- დან 30 ნოემბრამდე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეას სიტყვით მიმართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება იქნება.