საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, კატარში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 140-ე ასამბლეა გაიხსნა. დოჰაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ იბნ ჰამად ალ თანისთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა. ასამბლეის პირველ სამუშაო დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.