საქართველოს პარლამენტი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ეპიდემიური კონტროლის ზომებს შეუერთდა.
შენობის შესასვლელებში, ასევე იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟდა სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით. გარდა ამისა, პარლამენტის ცნობით, პერიოდულად მოხდება იმ ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს ხშირი შეხება აქვთ.