საქართველოს ორი მტერი ჰყავს, რუსული ოკუპაცია და სიღარიბე - ამ განცხადებას ქვეყნის პრემიერი აკეთებს და მოსახლეობისთვის ვალების ჩამოწერაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მამუკა ბახტაძემ მომხმარებელს ასევე ბოდიშს უხადის vali.ge-ს მუშაობის პირველ საათებში წარმოქმნილი ხარვეზებისთვის და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ვებგვერდზე განთავსებულია 6 ბანკის 400 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები. პრემიერს მიაჩნია, რომ სოლიდარობის ამ ერთჯერადი აქტით, მოქალაქეები სრულფასოვან ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში დაბრუნებას შეძლებენ.