საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს.
უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის გამოძახებულთა სიაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. კორონა ვირუსის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საწვრთნელ პროცესში ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი ჩაერთვება