საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა.საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს. შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ჩვენი ნაკრები თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 26 ში ირლანდიაში გასვლითი მატჩი იქნება.