საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. 7 ოქტომბერს, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით თოთხმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს დღეს 8 ოქტომბრის ვარჯიშზე შეურთდებიან, ხოლო ემ ელ ესის ლეგონერები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია გუნდთან ერთად მოსამზადებელ ეტაპში ხვალიდან ჩაერთვებიან. ირლანდიასთან და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში ამ დროისთვის 23 ფეხბურთელია გამოძახებული.