საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. პირველი გოლი ჯანო ანანიძემ ტაიმის ბოლოს გაიტანა, რომელსაც პასი ვაკო ყაზაიშვილმა მიაწოდა. კორეელებმა ტაბლოზე თანაფარდობის აღდგენა მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე შეძლო.
მეორე ტაიმში შემოსულმა ჰვანგმა საქართველოს ნაკრებში გოლის გატანა პირველივე შეხებით შეძლო. ამჯერად მატჩის მიწურულს 85-ე წუთზე კორეელებმა შეძლეს დაწინაურება. ჰვანგმა მცველებისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და მეორე გოლის გატანა შეძლო. მატჩში წერტილი გიორგი ქვილითაიამ დასვა, რომელმაც 90-ე წუთზე კანკავას პასი გამოიყენა და ფრე 2-2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 8 სექტემბერს დანიას, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის, დინამო არენაზე უმასპინძლებს. კორეასთან მატჩი კი ერთგვარი მოსამზადებელი დაპირისპირება გახლდათ.