საქართველოს ნაკრებმაევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესი დაიწყო. გუნდის პირველ საწვრთნელ პროცესში 13-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 23 მარტს, "დინამო არენაზე" შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ირლანდიას ესტუმრება.