საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი კალათბურთელები გერმანიასთან ანგარიშით 57:67 დამარცხდნენ. ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა, ევრობასკეტის კიდევ ერთ ფავორიტთან 10 ქულიანი სხვაობით დათმო. საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მოაგროვა, ასევე შედეგიანი იყო თორნიკე შენგელიაც, რომელმაც გერმანელებს 12 ქულა ჩაუგდო. გერმანელთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი, ნაკრების ლიდერი დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 23 ქულის მოგროვება შეძლო.შემდეგ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 3 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.