საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ჩვენი გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და წლის სადებიუტო მატჩის მოლოდინშია.