ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანს 3:0 სძლია. ჩვენი ნაკრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და ზუსტად შესვენებამდე ანგარიშიც გახსნა, გატანლი გოლის ავტორი ვატო არველაძე გახდა. მეორე ტაიმში ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს, ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი არაბიძემ მეტოქის კარი დალაშქრეს და ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანამდე საქართველომ ლიხტენშტეინი 4-0 დაამარცხა, ამის შემდეგ კი სამი ურთულესი გასვლითი მატჩი უწევს, რომლებიც შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან უნდა ჩაატარონ.