საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისსა და კოპენჰაგენში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. შემადგენლობაში მყოფი ოთხი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მათ შორის სოლომონ კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე.ს.კ."ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი აბურჯანია თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და გუნდთან ერთად დღეიდან ივარჯიშებს.