საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასაწყისშივე სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ რიკარდო როდრიგესის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.ამის შემდეგ, თამაში შვეიცარიელების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, 44-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გამოიყენა.მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო მაღალ ტემპში დაიწყეს და უკვე 57-ე წუთზე ანგარიში სტივენ ცუბერმა გახსნა.72-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრება ვაკო გვილიას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს მცირედით აცდა, 79-ე წუთზე კი, სტუმართა უპირატესობა ორამდე დენის ზაქარიამ გაზარდა.შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ირლანდიის წინააღმდეგ 26 მარტს გამართავს.