03:44
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
საქართველოს ნაკრები მზადებას აგრძელებს
03-06-2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე საწვრთნელი პროცესის მეორე დღე გაიმართა. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, ხოლო სოლომონ კვირკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული დანარჩენი 6 ფეხბურთელი, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ხარაიშვილი და გიორგი აბურჯანია გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 ივნისს თბილისში, გობრალტარს დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ კოპენჰაგენში დანიას ესტუმრება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები