საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩის მზადების გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება. „ჯვაროსნების“ რიგებში მატებაა, რადგან გუნდს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ. მთლიანობაში ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იმყოფება და ყველა სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, საქართველო - ირლანდიის შეხვედრა ხვალ 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე დაიწყება.