საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა, სადაც ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება. სხვადასხვა მიზეზით ნაკრებს გასვლით მატჩზე ოქრიაშვილი, კაშია, ლობჟანიძე და გვილია ვერ გაყვნენ. შეგახსენებთ, რომ გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.