საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო, 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.