უეფამ ერთა ლიგის 2020/21 სეზონის გათამაშების წილისყრისთვის თავის საიტზე კალათები გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები C დივიზიონში პირველ კალათაშია და განთესილთა შორისაა. საქართველოსთან ერთად პირველ კალათში საბერძნეთი ალბანეთი და მონტენეგრო არიან. ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება, ყველა ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, გარდა D დივიზიონის ერთი ჯგუფისა, რომელიც სამი ნაკრებით დაკომპლექტდება. ტურნირის კენჭისყრა 2020 წლის 3 მარტს ამსტერდამში გაიმართება.