საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში დანიასთან სტუმრად 5-1 განადგურდა. კოპენჰაგენში ჩატარებულმა შეხვედრამ ნათლად ცხადყო, რომ გუნდების დონეებს შორის კოლოსალური განსხვავებაა, თუმცა დაფიქსირებული ანგარიში მატჩს ობიექტურად მაინც არ ასახავს, არბიტრმა რამდენიმეჯერ ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. შეხვედრაში ანგარიში კასპელ დოლბერგმა მე-13 წუთზე გახსნა, რომელსაც 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა უპასუხა. გვილიამ ბრწყინვალე პასით ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც დაკისრებული მოვაელობა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ სკანდინავიელები კიდევ უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და 5 წუთში კვლავ დაწინაურება შეძლეს. 11 მეტრიანი დარტყყმით საკუთარი გუნდი კრისტიან ერიკსენმა დააწინაურა. მეორე ტაიმი იმავე სცენარით წარიმართა, ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ჩვენი ნაკრები ცოტათი უფრო მეტ ხანს აკონტროლებდა ბურთს. დანიელებმა მატჩის დასასრულამდე სამი გოლის გატანა შეძლეს, გოლების ავტორები კასპელ დოლბერგი, იუსუფ პოულსენი და მარტინ ბრაიტვაიტი გახდნენ. ამ მარცხით ჩვენი ნაკრები ჯგუფში 1 მოგებით და 3 წაგებით მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მატჩს კვლავ დანიასთან, ამჯერად უკვე თბილისში - 8 სექტემბერს გამართავს.