ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა. მიუხედავად ნულოვანი ფრისა შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დაცვა და მეკარე კარგად გაისარჯა, ამას კი შემტევების ღია, ლაღი და გახსნილი თამაშიც დაემატა, რაც საყურებლად ნამდვილად სასიამოვნო გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში დანიამ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, ჩვენმა ნაკრებმა ყველაფერრი გააკეთა და დამსახურებული ერთი ქულა მიითვალა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრები 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო დანიას 9 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ჯვაროსნები მომდევნო წრეში ირლანდიას თბილისში 12 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.