"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ "მწვანეთა მოძრაობას" გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა.
საიუბილეო კონფერენციას ლევან დავითაშვილის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენლები და "მწვანეთა მოძრაობის" დამფუძნებლის, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.