საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18 მილიარდ 300 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 60 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 103.7 პროცენტი შეადგინა. სებ-ის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350 მილიონ 900 ათასი დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7 მილიარდ 800 მილიონი დოლარი ანუ 25 მილიარდ 600 მილიონი ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 44.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარია.