ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19 მილიარდ 700 მილიონი დოლარი ანუ 64 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის 120.4 პროცენტია. 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781 მილიონ 500 ათასი დოლარით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8 მილიარდ 900 მილიონი დოლარი ანუ 29 მილიარდ 300 მილიონი ლარი, საიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6 მილიარდ 800 მილიონი დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 457 მილიონ 800 ათასი დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794 მილიონ 900 ათასი და 904 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო.