საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საღამოს 21:00 საათიდან მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. ამასთან საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. აკრძალვა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა და ის არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ კომენდანტის საათის დროს არსებული შეზღუდვის მოქმედებას. მან მოსახლეობას შეახსენა, რომ დღეს 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება და საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან შეზღუდვები.