საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული , რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება იყო, - ამის შესახებ პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუქის" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რითაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი დაიდო, სადაც არათუ ფულის გათეთრებაზეა საუბარი, არამედ, ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ მოიპოვება.