საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე უხანგრძლივებს. საუბარია საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. მან ასევე ისაუბრა, შეხვედრაზე, რომელიც ამერიკაში მასსა და "SSA MARINE" ("ეს ეს ეი მარინის") წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ.