სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 723 ათას 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა. თბილისის მოსახლეობა კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.
საქსტატის ცნობით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და მილიონ 790 ათას 900 შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და მილიონ 932 ათას 600-ით განისაზღვრა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.